Friday, April 16, 2010

იუმორისტული ნაწარმოებები

1.პროექტის სახელი:იუმორისტული ნაწარმოებები რ.ჭეიშვილი „ნობელი“ა.წერეთელი „კუდაბზიკეთი“

2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას იუმორის შესახებ. შექმნიან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებებს:დახატავენ ნახატებს,გააკეთებენ პლაკატებს.

3.პროექტის სრული აღწერა:პროექტში მონაწილე ბავშვები მუშაობენ შემდეგ საკითხებზე:რამდენად მნიშვნელოვანია იუმორი ადამიანის ცხოვრებაში,სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს,რა იწვევს იუმორს ამ ნაწარმოებებში.მოსწავლეები აგროვებენ საჭირო მასალას ინტერნეტის საშუალებით,შექმნიან ნახატებს ნაწარმოებების მიხედვით განათავსებენ ინტერნეტში.

4.მონაწილეთა ასაკი:13–14წწ

5.ვადები/ხანგრძლივობა:მარტიდან 2კვირის განმავლობაში.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ნაწარმოებების კარგად გაცნობა, მოძიება დამატებითი ინფორმაციის,ვებ–გვერდის გაკეთება,ერთმანეთის ნამუშევრების შერჩევა–

შეფასება,თანამშრომლობა.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას ბიოლოგიაში–იუმორი რა დადებით ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.თანამედროვე ტექნოლოგიებში–გაეცნობიან ინფორმაციას იუმორის შესახებ.

8.სარგებელი სხვებისთვის:პროექტის შედეგების გაცნობა იმ ადამიანებისთვის,ვინც არ არის ჩართული პროექტში.საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ ადამიანს გაეცნოს მრავალფეროვან ინფორმაციას იუმორის შესახებ

9.სამუშაო ენა: ქართული

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ინტეგრირებულია ბიოლოგიასთან.კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

11.პროექტის ფასილიტატორი:სოფო იაკობიძე,145–ე საჯარო სკოლა. siakobidze145@gmail.com

Saturday, March 13, 2010